თქვენი კალათა (0) Geo | Eng
ავირჩიოთ მეხსიერების ბარათი ვიდეოკამერისთვის Sony HXR-NX5E.

ამ კამერის მაქსიმალური ვიდეო ნაკადი (bit rate) პასპორტის მიხედვით არის 24Mbps (24 მეგა ბიტი წამში ფორმატის AVCHD FX 1920x1080/50i). 1 მეგა ბაიტი = 8 მეგა ბიტს. 24Mbitsec = 24/8 = 3 MB/s. ამის სიჩქარის მიხედვით ავირჩიოთ შესამაბისი მეხსიერების ბარათი.

SD/SDHC/SDXC მეხსიერების ბარათების კლასიფიკაცია არის შემდეგი:

Class 2 - მაქსიმალური ნაკადი 2 MB/s.
Class 4 - მაქსიმალური ნაკადი 4 MB/s.
Class 6 - მაქსიმალური ნაკადი 6 MB/s.
Class 10 - მაქსიმალური ნაკადი 10 MB/s.
UHS Speed Class 1 - მაქსიმალური ნაკადი 10 MB/s.
UHS Speed Class 3 - მაქსიმალური ნაკადი 30 MB/s.

გამოდის რომ ბარათი კლასის 4 (4MB/s) საკმარისია ნორმალური მუშაობისთვის, რაც ასევე მოცემულია ვიდეოკამერის ოფიციალურ მონაცემებში.

თუმცა, უკეთესი, სწრაფი და უფრო სანდო შედეგისთვის ჯობია აირჩიოთ უფრო მაღალი კლასის ბარათი (უფრო დიდი სიჩქარით).

მაგალითად, ახალი მოდელის ბარათს SanDisk Ultra® SDHC™ Card აქვს სიჩქარე 30MB/s. ჩაწერის სიჩქარე კი ამაზე ნაკლები ("write speed lower" - ვკითხულობთ ოფიციალურ მონაცემებში). კლასი 10 გარანტირებულად გვაძლევს 10MB/s სიჩქარეს, რაც საკმარისზე მეტია Sony HXR-NX5E-სთვის.
გალერეა