თქვენი კალათა (0) Geo | Eng
სამშაბათი 30 ივნისი, 2015 - 15:40
Dedolight საერთაშორისო კონკურსი, სარეგისტრაციო ფორმა
კომპანია Dedolight ატარებს სართაშორისო კონკურსს. კონკურსის არსი შემდეგია: მონაწილემ უნდა აირჩიოს ვიდეოსთვის სასურველი თემა, განათების კომპლექტით გაანათოს, შემდეგ ჩაწეროს თუ როგორ დგამდა განათებას აღნიშნული გამოსახულების მისაღებად, როგორ შეურჩიეთ თითოეულ განათებას ადგილი, კუთხე, სიმაღლე, ფოკუსი, დიმირება.
კონკურსის 30 საუკეთესო მონაწილე დაჯიდოვდება 100 000 ევროს ღირებულების პრიზებით: დედოლაითის განათებებით და აქსესუარებით.
განათების კომპლექტის გამოსაყენებლად გეძლევათ 24 საათი.

დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ქვევით ვიდეოში.
თქვენი ვიდეო უნდა ატვირთოთ YouTube-ზე, Vimeo-ზე ან ნებისმიერ მსგავს საიტზე და გამოგზავნოთ ლინკი ვიდეოსკოპში და Dedo Weigert Film-ში მიუნხენში საკონკურსო პერიოდის განმავლობაში 2015 წლის 1 ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე. თუ საჭიროა, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ინგლისური თარგმანის გამოგზავნაც.




https://www.youtube.com/watch?v=NzzezjVvq4s&feature=youtu.be







სარეგისტრაციოდ შეავსეთ ქვემოთ მოცემული ონლაინ
ფორმა.