თქვენი კალათა (0) Geo | Eng
ავირჩიოთ CF (Compact Flash) მეხსიერების ბარათი ვიდეოკამერისთვის Canon EOS C300.

ამ კამერის მაქსიმალური ვიდეო ნაკადი პასპორტის მიხედვით (bit rate) არის 50Mbsec (50 მეგა ბიტი წამში). გადავიყვანოთ 1Mbsec 1MB/s -ში (1 მეგაბიტ წამში 1 მეგაბაიტ წამში). 1 ბაიტი = 8 ბიტს. 50Mbitsec = 50/8 = 6.25 MB/s. ამის მიხედვით ავირჩიოთ შესამაბისი მეხსიერების ბარათი.

განვიხილოთ SanDisk Extreme CompactFlash Memory Card 32GB. მონაცემებში ვკითხულობთ:
- 120MB/s read (მაქსიმალური წაკითხვის სიჩქარე 120MB/s);
- 60MB/s write (მაქსიმალური ჩაწერის სიჩქარე 60MB/s);
- Video Performance Guarantee VPG-20 (უნაკლო ვიდეო ჩაწერის გარანტირებული სიჩქარე 20MB/s). იგულისხმება High Definition Full HD ხარისხი. მიაქციეთ ყურადღება შესაბამის ლოგოს მეხსიერების ბარათზე.

როგორც ჩანს, ეს მეხსიერების ბარათი გარანტირებულად უზრუნველჰყოფს ჩაწერას 20MB/s სიჩქარით, როცა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 6.25MB/s. ესე იგი, ეს ბარათი ძალიან კარგია Canon EOS C300-სთვის.

რატომ იყო მითითებული მეხსიერების ბარათზე "60MB/s"? ასეთი სისწრაფით ბარათს შეუძლია ჩაწეროს ფოტო გამოსახულების ნაკადი, ანუ ფოტოსურათები, თუ ამ ბარათს გამოიყებენ რომელიმე პროფესიულ ფოტოაპარატში.
გალერეა